„ზებრაზე ვიდექით 7 ადამიანი და „ბასლაინზე“ შავი მერსედეს კვადრატით არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა მდაბიომ…“ – რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს?

September 17, 15:34
0
477

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ამბავზე წერს:

„გუშინ, ყაზბეგზე, ყოფილ პავლოვზე, ზებრაზე ვიდექით 7 ადამიანი, წინ ორი ქალი ჩემი ჩათვლით, ორი ბიჭი და ჩვენს უკან ორი ქალი და ერთი გოგო. ბასლაინზე  შავი მერსედეს კვადრატით არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა მდაბიომ. ოღონდ ისეთი სიჩქარით, რომ ოდნავ რომ საჭე გაქცეოდა, წინა რიგში მდგარ  ოთხ ადამიანს ნაფლეთებად გვაქცევდა და ცოტა მეტად რომ საჭე გაქცეოდა, შვიდივეს მოგვკლავდა. ჩაიქროლა და უცებ ჩვენ შვიდივეს ერთხმად აღმოგვხდა  – ვაი შე ყ***ეო… წამებშივე მოვედით გონს, გადავხედეთ ერთმანეთს და “ბოდიში, უკაცრავად”, ქალი, კაცი, ბაღანა ერთმანეთს  უხერხული ღიმილით ბოდიშებს ვუხდიდით. გადავიღალე ამდენი ბოდიშით, ხოდა, ჩენ ვართ ანსამბლი შვიდკაცა და ეს სიმღერა სამღერი იყო დებო და  ძმებო, მეუთხარი, რაზეც თანხმობა მივიღე ანსამბლის ყველა წევრისგან. რადგან გადავრჩით, ვიცინეთ კიდეც, სხვა რა გზა იყო.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მაგ ვიღაც ქაჯს, დიდი ალბათობით თქვენ არავინ დაგასჯევინებთ, ჯარიმის ფულიც ვედროებით ექნება, არ ინერვიულებს, მაგრამ შე ყვაილოთქო, ჩვენგან კიდევ ერთხელ ეგ მაინც გადაეცით, კამერებში თუ ნახავთ.

გადაეცით, გადაეცით, თქვენ არ დაგსჯიან, უსაფრთხოა – ასე უთხარით, ჩვენ კი არათქო, ისინითქო,  გადარჩენილები გითვლიან-თქო”, – დაწერა ფანჯიკიძემ.

სხვა ახალი ამბები:

“ჯანსუღის უხერხული ხუმრობა გამახსენდა…” – რა სახალისო პოსტს აქვეყნებს თაკო ჩარკვიანი

🎥როგორ მღეროდა წლების წინ ლიზა ჩიჩუა – ბევრისთვის უცნობი ვიდეო

(ფოტო) “ულამაზესი ეზო და სახლი..” – ნახეთ როგორ სახლში ცხოვრობს საქართველოში ხვიჩა კვარაცხელია

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

“გარდაიცვალა უნიჭიერესი ადამიანი, ნამდვილი ლეგენდა..” – რა სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი

“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე

 

დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისას გიორგი ვაშაძეს მინი-ისტერიკა დაემართა (ვიდეო)

 

ქართველ ჰალკს ცოლი მოჰყავს – ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული და რა ზომის ბეჭედი დასჭირდება ნეფეს? (+ფოტო)

 

Cesko