ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

September 14, 13:58
0
345

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, 10,000 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ლიბიაში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წყალდიდობის გამო 30 000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.

რეგიონში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანმა დაზიანებამ ზოგიერთი დაზარალებული რეგიონი ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის მიუღწეველი გახადა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, რუმინეთმა და ფინეთმა ლიბიას კარვები, საველე საწოლი და საბნები, 80 გენერატორი და საკვები პროდუქტი შესთავაზეს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ლიბიაში 168 სამძებრო-სამაშველო ჯგუფს და ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის.

Cesko