„კლიმატის ცვლილების შედეგად არის კატასტროფული მდგომარეობა – მეწყერ საშიში ზონებია გააქტიურებული… ზღვა ვერ იღებს სუფსის ნაკადებს…“ – რას ამბობს ნინო ჩხობაძე

0
1905
35 Views

„გურიაში დიდი ხანია დაკვირვება მიმდინარეობს სპეციალისტების მხრიდან და კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა, მეწყერსაშიში ზონები გააქტიურებულია…“ – ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველოა, გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარეობს.

„გარდა ამისა თურქეთში იყო ძალიან ძლიერი ნალექი და ეს ნალექი ციკლონის სახით მოედინება აქეთ. ფაქტია, რომ ისედაც მყიფე გეოლოგიურ მდგომარეობაში, რაც ძალიან პრობლემატურია, რა თქმა უნდა, წარმოიშვა წყალდიდობა და არის ძალიან სერიოზული მომენტი.

პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, ისევ და ისევ გამომდინარეობს გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან და ჩვენ აღმოვჩნდით საერთოდ მოუმზადებელი ასეთ სტიქიასთან ბრძოლისთვის“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ჩხობაძის განმარტებით, ყველგან, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, რაღაც ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე საფრთხეები გაზრდილია.

Cesko