Starlink-ის გათიშვით ილონ მასკმა 2022 წელს ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა – რას წერს CNN?

0
517
21 Views

Starlink-ის გა­თიშ­ვით ილონ მასკმა 2022 წელს ყი­რიმ­ზე უკ­რა­ი­ნის თავ­დას­ხმა ჩა­შა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის უოლ­ტერ აი­ზეკ­სო­ნის მიერ და­წე­რი­ლი მას­კის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ნა­წყვეტ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რო­მე­ლიც გა­ყიდ­ვა­ში 12 სექ­ტემ­ბრი­დან გა­მო­ვა.

ნა­წყვე­ტის თა­ნახ­მად, 2022 წელს მასკმა თა­ვის ინ­ჟინ­რებს ფა­რუ­ლად უბ­რძა­ნა ყი­რი­მის სა­ნა­პი­რო­ე­ბის მახ­ლობ­ლად Starlink სა­ტე­ლი­ტუ­რი კავ­ში­რის ქსე­ლი გა­ე­თი­შათ, რათა ოკუ­პი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლ­ში უკ­რა­ი­ნის მიერ რუ­სულ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლოტ­ზე სა­ზღვაო დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თავ­დას­ხმა ჩა­ე­შა­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მქო­ნე უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბი “რუ­სულ ფლოტს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ,” მაგ­რამ შემ­დგომ “უვ­ნებ­ლად სა­ნა­პი­რო­ზე აღ­მოჩ­ნდნენ.”

აი­ზეკ­სო­ნის თქმით, მას­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბი­სად­მი ში­შით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. მას­კი თით­ქოს­და რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ესა­უბ­რა და ამ სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სეთს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია.

“Starlink შექ­მნი­ლი იყო, რათა ხალ­ხმა Netflix-ის ყუ­რე­ბა, გან­ტვირ­თვა, სკო­ლა­ში ინ­ტერ­ნეტ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა შეძ­ლოს და არა დრო­ნე­ბით დარ­ტყმე­ბი მი­ი­ტა­ნოს”, – ნათ­ქვა­მია მას­კის კო­მენ­ტარ­ში.

წყარო: ამბები.გე

Cesko