“უკვე ვიცოდი, რომ მისი საქმე დამთავრებული იყო” – რის შესახებ აფრთხილებდა მიხეილ ცაგარელი, ბიძინა ივანიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს?!

0
1356
31 Views

“მე თავის დროზე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს, ეს მისთვის დამანგრეველია-მეთქი, იგივე ვუთხარი ბადრი პატარკაციშვილს, დაიღუპები – მეთქი, როდესაც მომმართა” , – ამის შესახებ ასტოროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა.

“სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს პრესის მეშვეობით რამდენჯერმე მივუთითე, სხვათაშორის, ერთი-ორჯერ დამიჯერა, იმიტომ, რომ ახალმთვარეობაზე ჰქონდა დაგეგმილი “ქართული ოცნების” დაფუძნება, რომელიც მერე გადაიტანეს. ასე უნდოდა ჟურნალისტიკაში მოსვლაც, მე ამაზე ძალიან დიდი სტატია მქონდა – “რატომ არ არის სასურველი ბიძინა ივანიშვილისთვის თავისი გადაცემის წაყვანა?!” – სხვათაშორის, ამაზეც დამიჯერა. და მესამე – რაც მე ვთქვი საგანგებოდ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს, კატეგორიულად… დაინგრევა ადამიანი, პოლიტიკა მისთვის არის დამანგრეველი. იგივე ვუთხარი ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს. როცა მე თავის დროზე მომმართა და მითხრა, პოლიტიკაში შემოსვლა მინდაო, ვუთხარი, რომ არ შეიძლება და დაიღუპები-მეთქი, თან უცხოეთში. იმიტომ, რომ მას შავი მთვარე ჰქონდა მშვილდოსანში. პირველი, მშვილდოსანი არის სააკაშვილის ნიშანი, მეორე, არის უცხოეთი და როგორც კი გამოაცხადა, შემოვდივარ პოლიტიკაშიო, მე უკვე ვიცოდი, რომ მისი საქმე დამთავრებული იყო და დამთავრდა კიდეც 2 დღეში”, – თქვა ცაგარელმა.

უახლესი ამბები:

„დაე, იქ დაგხვდეთ ანგელოსთა გალობა…“ – ვრცელდება შოვში დაღუპული ზაზა მესხისა და მისი მეუღლის ვიდეოკადრები

“სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ახლა კარგად მომისმინეთ!”- რას წერს ლალი მოროშკინა

(ვიდეო) უკრაინაში პოლიციელმა ჯუმბერ სილაგავა ცოლისა და შვილების თვალწინ მოკლა – სასტიკი დაპირისპირების კადრები

„უკრაინელმა პოლიციელებმა ჯუმბერ სილაგავა ცოლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ზურგში გასროლით მოკლეს და ახლა „სპექტაკლის“ გათამაშება დაიწყეს“- ცნობილი ხდება მკვლელობის დეტალები

 

Cesko