ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მაინც, რომ ვიცოდეთ. გუშინ საღამოს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, ნაგოიანის გამზირზე, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციის პატრულის მიერ გაჩერებული იქნა “იაგუარის” მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელი იყო ქ. პეტრიკოვკის მაცხოვრებელი ჯუმბერ სილაგავა. აღსანიშნავია, რომ საჭესთან იყო მისი უკრაინელი მეუღლე. ჯუმბერ სილაგავასთან შელაპარაკების შედეგად, პოლიციელის მიერ ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის გზით, ის ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ.
(ვიდეო) უკრაინაში პოლიციელმა კაცი ცოლისა და შვილების თვალწინ მოკლა – სასტიკი დაპირისპირების კადრები
ამის შემდეგ, ბუტა რობაქიძის “სპეცოპერაციის” საუკეთესო ტრადიციებში, ადგილზე იქნა გათამაშებული სპექტაკლი, თითქოს მანქანას მართავდა თავად სილაგავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციელის მიმართ, რომელმაც თავდაცვის მიზნით მოახდინა (მართალია ზურგში გასროლით) ჯუმბერ სილაგავას ლიკვიდირება. მეორე დღეა უკრაინის სოციალურ ქსელებში მიდის “გმირი” პოლიციელის ქება-დიდების კამპანია და მისი დაჯილდოვებისკენ მოწოდებები“ – წერს ქართველიშვილი.
უახლესი ამბები:
კაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი სასწაულებრივად გადაარჩინა