თბილისში უამინდობამ პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელდა სამშენებლო კომპლექსი „არქის“ ახალ კორპუსში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს რომ წყალმა კორპუსი ერთიანად ჩარეცხა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოხდა სახლების დაზიანება და ქუჩების დატბორვაო, რა დროს ქართული და გრამატიკული მეტყველებაა, მაგრამ სტიქია მძვინვარებს და რას წელავთ სათქმელს – დაზიანდა სახლები და დაიტბორა ქუჩები, მორჩა, წესი წესია და ისა კიდე, ვენაცვალე კომუნისტების აშენებულ სახლებს, ხელი არ ახლოთ “ხრუშჩოვკებს”, ეგ კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს “არქებს” მიხედეთ…“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.
უახლესი ამბები:
”დღეს ამ ლამაზმა ქალმა დაგვტოვა და წავიდა……” – გიორგი ვარდოსანიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
“ლამაზი დედა-შვილი” – ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს
“ეს დაცინვა როგორ შევარჩინო, გიო, არ ვიცი” – რას წერს შოვში დაკარგული მოზარდის ახლობელი