25 Views
დღეს, 20 აგვისტოს, მარადიულ სასუფეველში გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი, საუკეთესო, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი მოსწავლე – ნიკოლოზ ხავთასი.
იგი გამოირჩეოდა თავისი შესაძლებლობებით, იყო საუცხოო ადამიანი, მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე და დაგვიტოვა საშინელი, მოუშუშებელი ტკივილი. სკოლა ,,ქორალი” უსამძიმრებს მის ოჯახს და იზიარებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. ნიკოლოზის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.