ვერსად დამეტევა მწარე სინანული , მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ – მარიტა გუტაშვილის ემოციური გზავნილი

0
1308
20 Views

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვში, სტიქიის დროს, ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

* * *

რა არეული ჩამოდის ცა,
რა ამღვრეულად მოჰყვება ცრემლი,
სადღაც შორიდან რომ მოდის ხმა –
ექოა?! არა… ჯოჯოხეთს ჰგავს!

ღმერთო შენც ხედავ?! ზემოდან ჩანს?!
ნისლში გახვეულ სიცოცხლის კვალს?!
უკვდავად მდგარი ხისაც რომ მწამს,
წამში დაკარგულ აჩრდილსა ჰგავს.

ტკივილს იგრძნობდით ?! საიდან სად?!
სულის წიოკი შიგნიდან მჭამს!
სიზმარი?! არა… ცხადია… ცხადი!
დაუსრულებელ სიზმარს რომ ჰგავს.

დაფლეთილ გულებს რომ გაგიმთელებთ,
უნდა იფეთქოთ, სხვა გზა არ გაქვთ;
სისხლი?! ჩემი ხომ ყველას გვეყოფა?
სუნთქვა?! შოვში ხომ მაგისთვის ვართ?!

თქვენს სიცოცხლეებს მე არ ჩავაქრობ,
ძალა , ცხოვრების, მხოლოდ თქვენ ხართ.
სიყვარულისთვის?! ბოლო წამამდე,
ბოლო წვეთამდე არ დავხრი თავს.

ცხრა ჯვარს გამეხიზნა ცხრავე ანგელოზი,
სხვებიც სალოცავად თან გაჰყვნენ მათ,
ვერსად დამეტევა მწარე სინანული ,
მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ.

მადლობა.. ჩემთან ბურჯად მდგარ გმირებს ,
ჭკუაშერყეულს ფარად რომ მყავს ,
სიკვდილიც, უკვე დამუნჯებული, მუხლმოდრეკილი თავდახრით დგას.

©მარიტა გუტაშვილი

Megi Gutashvili Gigi Gutashvili Mariam Maisuradze Kote Maisuradze Shorena Bichashvili Nato Chelidze

რაჭაში, შოვში სტიქია 3 აგვისტოს განვითარდა. დაღუპულთა რიცხვი დღეა 27-მდე გაიზარდა, კვლავ დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Cesko