მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.
რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.
თქვენი აზრით როგორ შეიძლება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.