სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში ამ დრომდე დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ ემოციური ამბავი ვრცელდება. მისი 4 წლის გოგონა დედას ელოდება, რადგან მან კევი უნდა მოუტანოს.
„მეექვსე დღე დედის მოლოდინში.
სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი, ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…
სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. ჰყავს 4 წლის გოგონა ლუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა, დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით”, – აღნიშნულია ტექსტში.