სად იმყოფება ახლა შოვში სტიქიის დროს დაკარგული ზურაბ ბიბილაშვილი, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა და ვინ აღმოაჩინა იგი? – თემურ მღებრიშვილის კომენტარი

August 9, 07:21
0
2435

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი აღმოჩნდა და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი თბილისში იმყოფება.

„ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. დეტალები ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ადამიანი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ სიიდან. ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელად არის. აღმოაჩინა პოლიციამ ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად თბილისში”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კაცმა, რომელიც სტიქიის შემდეგ დაკრგულად ითვლებოდა, თქვა, რომ შოვში საერთოდ არ ყოფილა – როგორ მოხვდა ზურაბ ბიბილაშვილი დაკარგულთა სიაში და ვინ შეიყვანა მისი გვარი შეცდომით?

სასიხარულო ინფორმაცია – მოქალაქე, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა კონტაქტზე გამოვიდა

Cesko