„რაჭაში წასვლამდე ნაძვის ტოტები დამილაგა წინ… მაშინ ვერ მივხვდი… მადლობა მამაო, გადარჩენისთვის“ – რას წერს ბერი ნიკოლოზის მრევლი

0
996
24 Views

მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის მრევლის წევრი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და სიმბოლურ ფაქტებს გვიზიარებს.

„ვარ მამა ნიკოლოზის მრევლი. ყოველ წელს შოვში ვისვენებ ხან კოტეჯებში, ხან კორპუსებში, ხან ტურბაზასთან კერძო სახლში. როგორც მიხერხდება. 29 ივლისს, მამაომ კარი რომ დაკეტა, ნაგვის გამოტანის მერე მალევე ისევ გააღო და ამ დროს მე ვიყავი კარებთან, ფეხებთან დამილაგა ნაძვის ხის ტოტები.

არ მივაქციე დიდი ყურადღება, ვინაიდან მანამდეც გამოტანილი ჰქონდა. 3 აგვისტოს ტაქსი გამოვიძახე დიდუბის ავტოსადგურში მისასვლელად, შოვის გზას ვადექი.

გზაში ჩემდა უნებურად ტაქსის მძღოლს ვკითხე, რა გვარი ხარ მეთქი. მისმა გვარმა გამახსენა 13 ივნისი, ვერეს ხეობის ტრაგედიის მაშველი.

დიდუბიდან კი ვინც წამოგვიყვანა, „მარშრუტკის“ მძღოლმა, გიორგიმ მისი ნომერი იყო 112. იმაზე გვიან გამოვედით, ვიდრე უნდა გამოსულიყო. გზად დიდხანს გააჩერა, ონში გამოგვიცხადა ქალს უნდა დაველოდოთო და იქაც 1 საათი გავჩერდით. დეტალებში იმიტომ ვყვები, რომ როგორც კი შოვში ჩავდივარ, ტრადიციულად კალცის წყალზე მივდივარ ხოლმე. ონში 1 საათის გაჩერებამ ხელი შემიშალა, რომ ავსულიყავი, უკვე მეწყერი იყო დაძრული, საშინელი ხმები ისმოდა, თითქოს მთები ინგრეოდა, მაინც ვაპირებდი ასვლას წყალზე და მეზობლის ბიჭმა მითხრა, ხიდი წაიღო წყალმაო. მადლობა ღმერთს, მადლობა მამა ნიკოლოზს, კვლავ გადარჩენისთვის,“ – ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.

Cesko