23 Views
შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს . დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
მღებრიშვილის განცხადებით, ნაპოვნია ასევე სხვა ცხედრის ფრაგმენტი.
“გიდასტურებთ, კიბატონო. მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი. ასევე, ნანახია, ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რომ უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოვოთ იქ ძებნა-შველის არეალი,” – განაცხადა მღებრიშვილმა.