“შოვი არ იქნებოდა- იქნებოდა გლოლა!თქვენი პრინციპით ვაკის პარკში ფანტანი არ შეიძლება, მთაში კურორტი არ შეიძლება!უკაცრავად და სუნთქვა შეიძლება???…”- რას წერს ემიგრანტი

0
1181
20 Views

ქართველი ემიგრანტი ანა კოლ-შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ანუ სულ გაგიჟდით, ხომ?
არ შეიძლება შოვში კურორტიო, მეწყერულ ზონაშიო! რას არ მოიგონებთ!!!
საუკუნეები ცხოვრობენ რაჭაში , მთაში!!! საუკუნეები!!!
შოვი არ იქნებოდა- იქნებოდა გლოლა!
თქვენი პრინციპით ვაკის პარკში ფანტანი არ შეიძლება, მთაში კურორტი არ შეიძლება!
უკაცრავად და სუნთქვა შეიძლება???
მეწყერი იყო და იქნება! აი, თქვენი მუდგომით კი დაიცალა მთა, სოფელი, რადგანაც 30 წელია უკვე პატრონი არ ჰყავს და გაჩუმდით, არც შემეპასუხოთ, არც ერთ, არც ერთ ხელისუფლებას ზემო რაჭაში, ონის რაიონში არაფერი არ გაუკეთებია! არა!
ერთი გზა გაიყვანეს და მადლობა, ბატონო, მადლობააა!!!!
რა ვქნათ ახლა?
მშობიარე გვიკვდება- გინეკოლოგი არ გვყავს!!!
დაჭრილი გვაკვდება- საავადმყოფო არ გვაქვს!
თირკმელების უკმარისობას- დიალიზა არ გვაქვს!
სისხლის ანალიზი გვჭირდება – ამბროლაურში დავრბივართ!!!
დაიცალა ზემო რაჭა !
დაიცალაააა!
პატრონი არ ჰყავს!
დედა აღარ ჰყავს!!!
მაგრამ იუსტიციის სახლი გვაქვს ახალი , შუშის, ლამაზი!!! მაგრამ აი, ვის გავცეთ პასპორტები – აღარ დაგვრჩა! არაა!
ხო და ნუ გვასწავლით რაჭველებს სადაც ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის… ბაბუა ცხოვრობდა!! ზუსტად იცოდნენ სად დასახლებულიყვნენ! კურორტებიც !!!
მაგრამ უნდა ვიცოდეთ მოვლა, მიხედვითაც!!
მანქანას რომ ყიდულობ თუ არ მოუარე- ტორმუზები გიმტყუნებს!

პ.ს.

მაგ პრინციპით მსოფლიოში ისეთი კურორტები ვიცი, კაცმა ფეხი არ უნდა დაადგას! მაგრამ ადგენენ და ყველაფერია გაკეთებული ადამიანის უსაფრთხოებისთვის.
ცუდმა მოცეკვავემ სთქვა სცენა არ ვარგოდაო! ივრითული ანდაზაა, ჩვენი იმპოტენციის გასამართლებლად კიდევ რას მოვიგონებთ?”

Cesko