შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ

0
2696
19 Views

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული. მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ზაზა და მისი ოჯა­ხი ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ჰო­ლან­დი­ი­დან, ის­ვე­ნებ­დნენ რა­ჭა­ში, უწე­რა­ში, ჩემს კო­ტე­ჯში, ორ­შა­ბა­თი­დან. გუ­შინ 12 სა­ათ­ზე, ზაზა ცოლ­თან და 3 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად წა­ვიდ­ნენ შოვ­ში, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და სა­ღა­მოს აღარ მობ­რუ­ნე­ბუ­ლან. ვე­ღარც ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გა­თი­შუ­ლია. ამ დრომ­დე არა­ფე­რი ვი­ცით მათ შე­სა­ხებ.

ახ­ლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ელო­დე­ბა კო­ტე­ჯში. სამ­წუ­ხა­როდ ფოტო არ მაქვს ოჯა­ხის, მხო­ლოდ ზა­ზას ფოტო მაქვს. ზა­ზას მე­უღ­ლეს ალი­ნა ჰქვია, უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. ბავ­შვე­ბი მცი­რე­წლო­ვა­ნე­ბია, სა­მი­ვე ბი­ჭე­ბია, სა­ხე­ლე­ბი არ ვიცი”, – ამბობენ „ambebi.ge”-სთან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. კურორტ შოვში მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 140-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

განახლება

გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად უვნებელი იპოვნეს

Cesko