დასავლეთი საქართველოზე ღია და დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

0
338
19 Views

დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე ღია ზეწოლას ახორციელებენ რუსეთთან მოლაპარაკების საკითხზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დენის გონჩარმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„დასავლეთის ქვეყნები თბილისზე დაუფარავ ზეწოლას ახორციელებენ. და ეს იმის მიუხედავად, რომ ავიარეისები, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები არსებულ სანქციებს არ არღვევს“, – განაცხადა გონჩარმა.

მისი თქმით, მესამე ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ არალეგიტიმური ექსტერიტორიული სანქციების გამოყენებას განიხილავენ, რაც სუვერენული ქვეყნების საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

გონჩარი ამბობს, რომ საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვი საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობას შორის კონტაქტების უზრუნველყოფის აუცილებლობის პრინციპით ხელმძღვანელობდა.

Cesko