“მე და დისშვილი ორჯერ წაგვიღო მეწყერმა…” – ნახეთ რას ამბობს 23 წლის ბიჭი რომელმაც დიშვილი სიკვდილს გადაარჩინა

August 4, 07:14
0
3849

რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყო­ფი 70-მდე მო­ქა­ლა­ქე უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ჯერ კი­დევ არ არი­ან ნა­პოვ­ნი მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე აცხა­დებს, რომ დე­და­მი­სი, რო­მე­ლიც მე­წყრის ჩა­მო­წო­ლი­სას სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის თვალ­წინ გა­უ­ჩი­ნარ­და და ამ დრომ­დე მაშ­ვე­ლებს არ უპო­ვი­ათ.

23 წლის და­ვით ჯა­ლა­ძე, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღის გმი­რად იქა­ცა, სტი­ქი­ის შე­სა­ხებ “ფორ­მუ­ლას­თან” ჰყვე­ბა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი 5 წლის დის­შვი­ლი მი­წის მა­სი­დან ზურ­გზე შე­მოს­მუ­ლი ამო­იყ­ვა­ნა.

“შო­ვი­დან მოვ­დი­ო­დით, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ასა­ღე­ბად ვი­ყა­ვით. ად­გი­ლი­დან ვე­ღარ და­ვიძ­რით. წი­ნი­დან და უკ­ნი­დან მე­წყე­რი მო­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო… ორი ავ­ტო­მო­ბი­ლით ვი­ყა­ვით. ის მან­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო წყალ­მა, გად­მოს­ვლა მო­ვას­წა­რით. რო­გორ­ღაც გა­დავ­რჩი. ორ­ჯერ წაგვღო მწყერ­მა მე და ჩემი დის­შვი­ლი… ღმერ­თმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ჩემო იჯა­ხი, ყვე­ლა­ნი გა­დავ­რჩით, სხვე­ბის შე­სა­ხებ არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია.” – აცხა­დებს ჯა­ლა­ძე.
წყარო: ambavi. club

Cesko