“ამ გზით პირად მონაცემებზე და საბანკო ანგარიშებზე წვდომას ახდენენ”- მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მოსახლეობას აფრთხილებს

0
4151
67 Views

ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში კონკრეტული ჯგუფი ვირუსულად იყენებს მის სახელს, რის შედეგადაც მოქალაქეების პირად მონაცემებზე და საბანკო ანგარიშებზე წვდომას ახდენენ.

ნინო სურგულაძე მოსახლეობას აფრთხილებს და რეაგირების თხოვნით საგამოძიებო უწყებას მიმართავს.

„ჩემი სახელით და გვარით იყო ეს ფალსიფიცირებული გვერდი, ასევე მოპარული ჰქონდათ ჩემი ვიდეოები და „ლაივები“ და ამას ატრიალებდნენ საათების განმავლობაში. აკეთებდნენ თაღლითური სქემით რეალიზებას, ადამიანებს ჰპირდებოდნენ ჩემი სახელით მოგებას. როდესაც გადადიან ლინკზე, მათ ჰპარავენ პირად ინფორმაციას და ბევრ პრობლემას უქმნიან. გაფრთხილდით, არ გადახვიდეთ მსგავს ლინკებზე, ეს მე ვიქნები თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ფალსიფიცირებული გვერდებიდან მოწერილი“, – ამბობს ნინო სურგულაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.

Cesko