“პრემიერი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს”- რას აცხადებს ადამ კისინგერი

July 28, 19:53
0
1888

ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერი საკუთარ ერს ანადგურებს.

“პრემიერი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს”, – ამბობს კინზინგერი.

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. პრემიერმინისტრი ჩინეთში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს: “გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას” – სი ძინპინი

ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს.

 

Cesko