სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება აწ გარდაცვლილ მსახიობ თემურ ჩირგაძის მონაწილეობით, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ერთი ამბავი თემიკო ჩირგაძის ცხოვრებიდან:
თემურ ჩირგაძე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ამით მსახიობები კარგად “სარგებლობდნენ” და საკუთარი შვილების ანალიზები გამოკვლევაზე თემოსთან მიჰქონდათ. ერთხელ თემიკომ ეზოშივე შეამჩნია მასთან მიმავალი სესილია თაყაიშვილი, ისიც გასაგები იყო რისთვისაც მიდიოდა. ჩირგაძემ შესახვედრად გამოყარა თანამშრომლები: ”მოდის, მოდის გენიალური სესილია, ჩვენი დიდი მსახიობი და მოაქვს თაყაიშვილების…”
სესილია ხელით ანიშნებს, აჩუმებს თემიკოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ეუბნება: ბოდიში, მაგრამ, როდესაც მე მომაქვს თქვენთან…, ეს არის გოძიაშვილების და არა თაყაიშვილებისო.
ამ ამბავს მოჰყვა ლამაზი დასასრული. თემური და მისი მეგობარი ოჩო ცერცვაძე, ყვავილებით ხელში, ბოდიშის მოსახდელად ეახლნენ სესილიას. კარი მსახიობმა გააღო და დაინახა დაჩოქილი თემიკო და, არ გაინძრეთ, იყავით ასეო, – იყვირა. გავარდა ეზოში, მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა: ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო?