„ექიმი არ შეიძლება იყოს წამქეზებელი…” – სამშობიაროში დატოვებული ჩვილის შესახებ ექიმის მიერ გაკეთებულ კომენტარს კრიტიკა მოჰყვა

July 27, 14:05
0
1949

თბილისის ერთ-ერთმა კლინიკის მედიკოსმა სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა.

ექიმმა განმარტა, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის” სახელის შელახვაა. მისივე ინფორმაციით, ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ექიმმა პოსტი წაშალა, რადგან როგორც საზოგადოების ნაწილში, ასევე კოლეგებში კრიტიკა დაიმსახურა.

ექიმ გასტროლოგი ჯაბა ზარქუა აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ექიმი მსგავსი ამბის წამქეზებელი არ უნდა იყოს და მით უმეტეს ფეისბუკზე არ უნდა წერდეს.

„დედამ შვილი სამშობიაროში დატოვა”.

ამ ამბავს კიდევ დრამატიზება და “მარილის მოყრა” უნდა? ეთიკას თავი დავანებოთ, სტილის შეგრძნებაა ელემენტარული.

ექიმი არ შეიძლება იყოს წამქეზებელი, ნებსით თუ უნებლიედ. არც ჟურნალისტი, არც არავინ, მაგრამ ექიმი მით უფრო.

ექიმის ერთადერთი იარაღია ცივი გონება. ამ ფაქტზე რამის დაწერა თუ მომინდებოდა “ფეისბუქში”, აუცილებლად დავსვამდი აქცენტს იმ არაადამიანურ გარემოზე, რომელიც ადამიანს ბიოლოგიის წინააღმდეგ წასვლასაც კი აიძულებს ზოგჯერ და შვილსაც კი ატოვებინებს.

რატომ? ეგაა აქ მთავარი კითხვა, რომელზეც ყველა პასუხი შეიძლება იყოს სწორი, გარდა ამისა – “იმიტომ რომ არაადამიანია”.ადამიანებად ვართ შექმნილები. გარემო გვაიძულებს სხვაგვარ ქცევას. მაგ გარემოზე ვიმსჯელოთ, თუ მაინცდამაინც, ან საერთოდ ჩუმად ვიყოთ თუ ვიცით რომ ჩვენი აზრები გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას არ ემსახურება”,-წერს ზარქუა.

წყარო: “digest.pia.ge”

“არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!!! დედამ ახალშობილი სამშობიაროში მხოლოდ იმის გამო მიატოვა, რომ …” – ვრცელდება უმძიმესი ამბავი კლინიკიდან

„პოსტი ავიღე… სეირი და ზეიმი მოაწყვეს“ – რას დაწერა ახლახან ექიმმა, რომელმაც მიტოვებული ჩვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

„იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი გვაქვს გაკეთებული“ – ნინო ნადირაძემ ხალხს თავის გულში ჩახედვისკენ მოუწოდა

„რამდენი ლანძღავთ იმ უბედურ გოგოს? არავის დაებადა კითხვა …” – რას წერს ნინი შერმადინი

Cesko