პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი, დიანა ხონელიძე, საზოგადოებას მიმართავს და 3 დღის მარიამის შესახებ მორიგ წერილს ავრცელებს:
„უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა პოსტსს, ბევრმა პირადში მომწერა.
ზოგმა კვება, ზოგმა ნივთები შემოგვთავაზა. ზოგმაც კიდევ წაყვანის სურვილი გამოხატა.
მადლობა ასეთები რომ არსებობთ.
საერთოდ სხვა რამეს ემსახურებოდა ეს.
დახმარებას არ მითხოვია. ყველაფერი აქვს.
რა თქმა უნდა შეუძლებელია სამშობიაროდან იშვილოთ. წლებია უკვე ასე არ ხდება.
პოსტი იყო ზნეობაზე, დედობაზე, ადამიანობაზე…
ქეთის, ვაკოს და კონსტანტინეს დედის პოსტი იყო და არა დიანა ექიმის…
გასაკვირია ოფიციალური გვერდების ასეთი დაინტერესება, ეს ხომ არაა პირველი, არც იშვიათია და სამწუხაროდ, არც უკანასკნელია.
პოსტი ავიღე, მე ჩემი გულის ტკივილის გაზიარება მინდოდა და არა სეირი და ზეიმი, რომელიც მოაწყვეს“, – დაწერა ექიმმა.
„რამდენი ლანძღავთ იმ უბედურ გოგოს? არავის დაებადა კითხვა …” – რას წერს ნინი შერმადინი