ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს დაშორდა და მოულოდნელად ლიზა ბაგრატიონის ყოფილ პარტნიორთან გამოჩნდა

July 24, 23:06
0
2446

ლელა კი­ლა­ძე და ცნო­ბი­ლი ალ­ტის­ტი, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი გუ­შინ ხორ­ვა­ტი­ა­ში, ინ­გლი­სუ­რი ჯგუ­ფის, Depeche Mode-ის კონ­ცერტს და­ეს­წრნენ. კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლელა ავ­რცე­ლებს, სა­დაც მათ შო­რის თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩანს. რო­გორც წყა­რომ “ამბებს” დაუ­დას­ტუ­რა ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს და­შორ­და და ისი­ნი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ლელა კი­ლა­ძე­სა და გი­ორ­გი ცა­გა­რელს, კი­ლა­ძის “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ვი­დე­ომ მათ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ეჭვი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ლელა კი­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. გიგი უგუ­ლა­ვას­თან. მა­შინ გიგი თბი­ლი­სის მერი იყო და წყვი­ლის სკან­და­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და. და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გიგი უგუ­ლა­ვამ ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მა­შინ რე­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და ჭორი, რომ ლე­ლას გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ცო­ლად მიჰ­ყვე­ბო­და. მალე ისი­ნი ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდნენ და სა­ერ­თო შვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ.

ორი წლის წინ, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლომ 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მაგ­რამ სა­პა­ტიმ­რო ოთხ თვე­ში და­ტო­ვა.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ცა­გა­რელს, მისი და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია 2014 გავ­რცელ­და. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­სა და გი­ორ­გი ცა­გა­რელს და­შო­რე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, რომ ეს დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბაა, თუმ­ცა წყვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თად ცხოვ­რობ­და. ორი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

Cesko