ეს რა ვნახე,
ეს რა გავიგე…
აი ნაღდად არ მეგონეთ ასეთი გარეწრები.
თურმე მოსკოვს და პიტერს სტუმრობთ, ქორწილებში და ნათლობებში “დაკატაობთ”, გაავსეთ რუსეთის სუპერმარკეტები საკუთარი პროდუქციით, კარგად ძღებით ასტრახანის შავი ხიზილალით და წითელი თევზით, უკვეთავთ რუსულ ცხელ-ცხელ აბანოებს, ცხოვრობთ პენტჰაუზებში და მერე მოფრინავთ საქართველოში და ოპოზიციას აფინანსებთ!!!!!
სხვას ეძახით რუსეთუმეებს???
ახლა რაც შეეხება შოუ-ბიზნესს.
აქ ვინც დიდი ხანია მოღვაწეობს,ფულადი გზავნილებით და პატიოსანი შრომით საქართველოს ეკონომიკას ამყარებს,ის სხვა თემაა, მაგრამ თბილისში რომ რუსებს აგინებთ და აქ იხვეწებით კონცერტები მოგვიწყვეთ,თუნდაც რეგიონებშიო-
ეს როგორ არის?
ეს რა გაუგონარი ამბები ხდება…
P.S.ხო, უფრო დიდი ქუდები ჩამოიფხატეთ აეროპორტებში, თქვე სირაქლემებო,
ტ@აკს სად დამალავთ,
ტ@რაკს?
🤣🤣🤣
არა არს დაფარული…
ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი