“არაკაცი გვარამია ჯერ საქართველოს მაგინებელ არახამიას ჩაეხუტა, შემდეგ პოდოლიაკს, როდის იყო გვარამიას და მისთანა ვიგინდარებს სამშობლო გააჩნდათ?”

0
535
21 Views

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას კიევში ვიზიტს ეხმიანება, სადაც ის დავით არახამიას და მიხაილო პოდოლიაკს შეხვდა.

ექსპერტის თქმით, როდის იყო გვარამიას და მისთანა ვიგინდარებს სამშობლო გააჩნდათ?

“ირაკლი კობახიძემ თქვა რამდენიმე ხნის წინ, არ შეიძლება “ნაციონალს” ვაჟა-ფშაველა მოსწონდესო. კი ეგრეა, ნაცი ნიშნავს სწორედ ანტივაჟას…

რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა..

აი ამ ლექსის და ფრაზების ავტორი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ არ არსებობს მდგომარეობა, რომელმაც უნდა გაიძულოს, რომ ბილწებს და ქვეყნის მტრებს შეეკრა შენი სამშობლოს წინააღმდეგ. ეს არაკაცი გვარამია ჯერ საქართველოს მაგინებელ არახამიას ჩაეხუტა, შემდეგ პოდოლიაკს. თუმცა, მეც ვწერ რა… როდის იყო გვარამიას და მისთანა ვიგინდარებს სამშობლო გააჩნდათ?”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Cesko