88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა “შეურთდა თა­ვის დიდ მე­გობ­რებ­ს..” – შვილიშვილის ემოციური წერილი

July 17, 16:57
0
2133

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ამის თაობაზე „ფეისბუქის” პირად გვერდზე მისი შვილიშვილი, დეიკო მხეიძე წერს.

“მე ბა­ბუა აღარ მყავს, სა­ქარ­თვე­ლოს – დიდი ადა­მი­ა­ნი. ახლა ნამ­დვი­ლად ბევ­რს იქე­ი­ფებს თა­ვის დიდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რს იცეკ­ვებს, ბევ­რს იმ­ღე­რებს…” – წერს დეიკო მხეიძე.

ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა.1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2014 წელს დაასახელა “საუკუნის მოცეკვავედ”, პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით კი, ფონდმა “ქართული გალობა”, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა “ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება”. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ომარ მხეიძის ცეკვა – ნახეთ უკვდავი კადრები

 

Cesko