26 Views
პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.
„ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა“, – წერს პოლონური მედია.