რუსეთში „სქესის შეცვლის აკრძალვის შესახებ“ კანონი მიიღეს

July 15, 17:36
0
640

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ერთხმად, დასკვნითი მე-3 მოსმენით, „სქესის შეცვლის აკრძალვის შესახებ“ კანონი მიიღო.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, “რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დღეს, აშშ-ს და ევროპის საპირისპიროდ, ოჯახისა და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებისთვის იბრძვის”

კანონი ტრანსგენდერულ გადასვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას თუ ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს. ასევე ტრანსგენდერებს შვილის აყვანა და მეურვეობის გაფორმება ეკრძალებათ. ერთადერთ გამონაკლისს თანდაყოლილი ანომალიები წარმოადგენს.

Cesko