პენტაგონი: უკრაინისთვის F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებისთვის ახლა პირობები იდეალური არაა

0
264
17 Views

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი პოტენციალის გამო უკრაინისთვის F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებისთვის ახლა პირობები იდეალური არაა. ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განაცხადა.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ბრძოლის ველზე არსებული პირობები ცვალებადია, თუმცა ახლა F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებისთვის იდეალური პირობები არაა.

„რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საჰაერო თავდაცვის გარკვეული პოტენციალი. მათ აქვთ საჰაერო პოტენციალიც. F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ის რაოდენობა, რომელსაც უკრაინას მივაწოდებთ, შესაძლოა არ იყოს იდეალური იმისთვის, რაც ახლა ბრძოლის ველზე ხდება“, – აცხადებს დუგლას სიმსი.

Cesko