თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან – კელი დეგნანი პრაიდფესტის ჩაშლაზე

0
1127
25 Views

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თბილისში პრაიდფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, სამწუხაროა სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება.

კელი დენანის ამბობს, რომ უმართავ ბრბოს ნება მისცეს, თბილისის ქუჩებში კილომეტრები გაევლოთ და ისინი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

„ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც მიმართავდნენ ძალადობას, კერძო კონცერტის თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებულად როდესაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებენ.

ადამიანები შესაძლოა, ბევრ რამეს ვერ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით რომ ქრისტიანული ღირებულებები არის თანაგრძნობის, სიყვარულის, ტოლერანტობის, პატივისცემის და იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად.

გასული კვირის შაბათამდე 1 დღით ადრე შს სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეებს არ დაუშვებდნენ ტერიტორიაზე და ისინი უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ ფესტივალისგან. არცერთი არ მომხდარა, ბრბოს ნება მისცეს თბილისის ქუჩებში კილომეტრები გაევლოთ და ისინი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

მათ ნება მისცეს, არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრი გაერღვიათ, არამედ ტერიტორიაზეც შესულიყვნენ და გაენადგურებინათ კერძო საკუთრება პოლიციისგან საპასუხო ქმედებების გარეშე. შემაშფოთებელია ხალხზე კოორდინირებული ძალადობის ყურება, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა.  ესენი არიან იგივე ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ 2021 წელს ვიხილეთ. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

Cesko