გაზეთ “ქრონიკა პლიუსი”-ს მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის მიერ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მიხეილ სააკაშვილის დასახელება იყო ბლეფი და სინამდვილეში, დავით კეზერაშვილის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“მიხეილ სააკაშვილის დასახელება პრემიერ მინისტრობის კანდიდატად იყო ბლეფი.
სინამდვილეში-კეზერას პრემიერობის კანდიდატი არის გიორგი ვაშაძე.დავით ტყეშელაშვილის ორგანიზებული იყო მისი ვიზიტი ამერიკაში.
არჩევნების წინ ეტყვიან მიშას-ვაშაძის კანდიდატურას თუ დათანხმდები, ენმ-ის საარჩევნო კამპანიას ამ შემთხვევაში დავაფინანსებთ.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა (მათ შორის,ძალოვნების კანდიდატურები) ჯერ არ ვიცი. მიშა სჭირდებათ მხოლოდ საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის.
წელიწადნახევრით ადრე გაფრთხილებთ, მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო”- წერს ელისო კილაძე.
მოგვიანებით კილაძემ ამ თემაზე კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:
“დილით დავწერე და საღამოს პეტრე ცისკარიშვილმა ტვ პირველზე ,ენის ბორძიკით,მაგრამ მაინც დაადასტურა რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირებას მათ გუნდში განიხილავენ !
დილით რომ მწერდით-ფანტაზიებიაო,-ის ხალხი აქ ხართ კიდეც ?! მოგთაგოთ თუ კითხულობთ?!”- წერს კილაძე.