23 Views
ცნობილი ფსიქოლოგი, პედაგოგი და აკადემიკოსი, შალვა ამონაშვილი ქართველ მამებს მიმართავს და ურჩევს მათ, შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახონ.
„მამებს მინდა გთხოვოთ. ფრთხილად იყავით, ჩემო ძვირფასებო, თქვენს შვილებთან. მონახეთ დრო. არ თქვათ, ბიზნესს ვაკეთებთ, ოჯახს ვაჭმევთ და ეს საკმარისიაო. არ არის საკმარისი… ცოტა ადრე დაბრუნდით სამუშაოდან, ცოტა გვიან წადით და არასდროს თქვათ ბავშვთან, დაღლილი ვარო…” – ამბობს ამონაშვილი.