პრაიდის კვირეულის მთავარი ღონისძიება რამდენიმე საათში დაიწყება.
ფესტივალის პარალელურად, მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრები აქციის გამართვას რამდენიმე ლოკაციაზე გეგმავენ. მოძრაობაში ამბობენ, რომ პრაიდის მონაწილეებს, ფესტივალის გამართვის შესაძლოსას არ მისცემენ.
„გუშინ საღამოს ჩვენ ვიხილეთ იმ ტერიტორიის მესაკუთრისა და დირექტორის განცხადება, სადაც დაგეგმილია ე.წ. ლგპტ პრაიდ ფესტივალის ჩატარება. ამ განცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, ძალიან დიდია ზეწოლა, როგორც მესაკუთრეებზე, ისე ზოგადად, ჩვენს ქვეყანაზე. ეს არის ქვეყნის გარედან. მომავალი, ძალიან სერიოზული ზეწოლა. როგორც ვნახეთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. დღეს რეალურად, სიტუაცია ასეთია: საქართველოს მტრები არიან ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი კი ერთიანია და მტკიცეა საკუთარ პოზიციაში, რომ საქართველოში არა და ვერასდროს ჩატარდება ლგბტ პრაიდ ფესტივალი. ცხადია, ეს მოხდება მშვიდობიანად, ქართველი ხალხის ერთობითა და სიმტკიცით“, – განაცხადა მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.
იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთმა მეწილემ, მაია ტაბაღუამ LGBTQ+ ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.