8 ივლისი 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება – კოკა მორგოშია

July 7, 20:24
0
1479

ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია თბილისში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით  შეტყობინებას ავრცელებს.

ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეოში მორგოშია ამბობს, რომ 8 ივლისი 2021 წლის 5 ივლისს “დადგმულ კუბოზე” ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება.

“8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება”.-ამბობს მორგოშია.

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება. ღონისძიებაში არაერთი ჯგუფი და მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დამსწრე სტუმრების წინაშე წარდგებიან: Bedford Falls, 4D Monster Lobsters, The Jetbird, Lua, SEQTA და სხვა არტისტები.

ასევე, გაიმართება დრეგ შოუ და ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობისთვის არაერთი კუთხე მოეწყობა, იქნება ვორქშოპები და გამოფენები.

Cesko