ვინ არის ქართველი სამხედრო, რომელმაც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ავარიაში მოყოლილი მანქანიდან 4 ადამიანი ამოიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა? – „ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!“

July 7, 08:02
0
500

სოციალური ქსელის მომხმარებელი დარინა თამარ დავითაძე Facebook-ზე აქვეყნებს პოსტს, სადაც ქართველი ჯარისკაცის, გოჩა ნონაშვილის გმირობის შესახებ ჰყვება.

„გუშინ გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა,რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 12 ბატალიონში კაპრალ-სპეციალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა,მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე და მისი მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედ პერსონალს. სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

აი,ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!

ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება ყველამ თითო მოწონება და გაზიარება არ დავიზაროთ,ქვეყანა უნდა იცნობდეს და ჯეროვნად აფასებდეს მის გამორჩეულ მამულიშვილებს!!!”, – აღნიშნულია პოსტში.

Cesko