13 წლის აჩი მამარდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მოზარდს მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.
ოჯახის ინფორმაციით, მოზარდს თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება.
„ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე, 25 მაისს, როდესაც აჩი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, დიღმის მასივში სარგებლობდა ქვეითთა გადასასვლელით, რა დროსაც, უპასუხისმგებლო ადამიანი დიდი სიჩქარით დაეჯახა სამ ბავშვს, არჩილი დაზარალდა ყველაზე მეტად.
დაუზიანდა თავის ტვინი, ოთხივე კიდური, ჰქონდა სხვადასხვა სახის ჭრილობები მთელს სხეულზე.
ასევე დაზიანებული იყო არტერიერი, რის გამოც, იაშვილის კლინიკაში შესვლისას ბავშვს არ აღენიშნებოდა არცერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი და სრულიად იყო სისხლისგან დაცლილი. შეუძლებელი შეძლეს იაშვილის ექიმებმა და რომ არა უფლის მფარველობა, არ მინდა გააზრება, რით შეიძლება დასრულებულიყო ყველაფერი. გამოვიარეთ ურთულესი დღეები, ძალიან ბევრი იბრძოლა აჩიმ და წინ კიდევ ურთულესი ბრძოლა აქვს. აჩის ამ ეტაპზე ესაჭიროება სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთის კლინიკაში, რისთვისაც გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა.
უკვე ვნახეთ და დღემდე მოგვყვება თქვენი გვერდით დგომის ემოცია, დაუსრულებელი რიგები სისხლის ბანკში აჩის გადასარჩენად, თითქმის ყველა ტაძარში აჩის სახელზე აღევლინა ლოცვა თქვენი დახმარებით. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაგვიდგეთ გვერდით, ერთად დავაბრუნოთ ჯანმრთელი და ძლიერი აჩი“, – წერს ლანა ურდულაშვილი.
საქართველოს ბანკი #GE65BG0000000537354517
თიბისი ბანკი#GE81TB7800445063300008
ლიბერთი ბანკი #GE32LB0711177699887000
კრედო ბანკი #GE18CD0360000006728448
მიმღები: ლანა ურდულაშვილი ( აჩის მამიდაშვილი) დანიშნულება: არჩილისათვის
წყარო: dainteresdi. club