ახლახანს ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

July 2, 19:14
0
650

ახლახანს ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მწუხარებას გამოვხატავთ გ.ცაბაძის სახ.25 ე სახელოვნებო სკოლის მთელი პერსონალი ჩვენი დირექტორის,ხელმძღვანელის,არაჩვეულებრივი მუსიკოსი,მეგობრის ქალბატონი ხათუნა სირაძის გარდაცვალების გამო…
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ნათესავ-მეგობრებს,ნუგეშად ვეტყვით რომ როცა ადამიანი ამ ქვეყნიდან ისე მიდის რომ უკან რჩება მისი კეთილი საქმეები,მისი შექმნილი სკოლა რომელსაც თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა და ამასთან ერთად თაობები რომლების აქ აღიზარდა,მაშინ ადამიანის სიცოცხლეს უკვალოდ არ ჩაუვლია…თქვენ არამარტო დირექტორის მოვალებას ასრულებდით ქ-ნო ხათუნა არამედ ჩვენი ყველას მასწავლებელიც იყავით,ცხოვრების მასწავლებელი, დამრიგებელი,თბილი,მოსიყვარულე,ყველას დამხმარე….ამიტომაც გვენანებით,დაგტირით,გვიყვარხართ და სანამ 25 ე ხელოვნების სკოლა და თუნდაც ერთი მასწავლებელი იარსებებს,რომელიც გიცნობდათ უკვდავი იქნება თქვენი სახელიც, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს თქვენს ლამაზ სულს ქალბატონო ხათუნა💔” – წერია განცხადებაში.

Cesko