43 Views
მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გაემგზავრა.
პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სოსოს მდგომარეობა უკეთესია და თავად მსახიობიც უფრო მშვიდადაა.
„გუშინ ვესაუბრე ბოლოს. კლინიკაში მკურნალობის კურსი ეფექტიანად მიდის. ინტოქსიკაციები, ცუდი შეგრძნებები ჰქონდა ბევრად დიდი ვიდრე ახლა. აქ როცა იკეთებდა ქიმიოთერაპიას, ბევრად ცუდად გრძნობდა თავს. საკვებსაც ვერ იღებდა. ახლა კვებაც მოახერხა, დინამიკა არის პოზიტიური. თვითონაც სოსოც და მეუღლეც უფრო მშვიდად არიან“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.