2012 წელს ჩვენი მოსახლეობის 30% იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, დღეს, როცა ეს მაჩვენებელი არის 15,6 %

July 1, 11:03
0
332

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების ფორმატში ოპოზიციას ეკონომიკურ საკითხებზე გამოეხმაურა.

„ნებისმიერი ეკონომისტი დაგვიდასტურებს, რომ რასაც ისინი ამბობდნენ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არის უბრალოდ სისულელე, სიდებილეც კი – ამასაც კი ვიტყოდი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე განცხადებით ოპოზიციას არ ესმის მარტივი არითმეტიკა.

„ჩვენ რომ გვქონდა სამი წლის წინ 4250 დოლარი ნომინალური ეკონომიკა და 8200 დოლარი რომ გვექნება წლის ბოლოს, ანუ სამ წელიწადში ეკონომიკის ნომინალური ზრდა, რომ გვექნება თითქმის ორმაგი, ეს რა თქმა უნდა შესაბამის ზრდას ნიშნავს, რაც აისახება ყველაფერზე, – საწარმოების ბრუნვაზე, დასაქმების მაჩვენებელზე, ეს სტატისტიკა ხომ მარტო ჩვენს მიერ არ არის ნაწარმოები, ამ სტატისტიკას აწარმოებენ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა უამრავი საერთაშორისო ინსტიტუტი.

როდესაც დასაქმების მაჩვენებლები იზრდება, სიღარიბის მაჩვენებელი რადიკალურად იცვლება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ეკონომიკური ზრდა ქუჩაშიც დადის, რაც ციფრებშია გამოხატული, მაგრამ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ეს ციფრები და არის სპეკულაციური საუბრები, დავდივართ ქუჩაში და ვხედავთ ღარიბ ადამიანებსო, ვინმემ თქვა, რომ სიღარიბე განულდა?!

ან მოვლენ ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებაში და პირობას დადებენ, რომ ერთ წელიწადში – დღეს რომ არის 15,6 % სიღარიბე, გაანულებენ? აქ ხომ საუბარი ტენდენციაზეა. პრემიერმა ისაუბრა კონკრეტულ ციფრებზე, კონკრეტულ პროცენტებზე მათ შორის 30 % ჩვენი მოსახლეობის იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როცა სამივე ტელევიზია ერთ ხელში იყო და მათი მტკიცებით საქართველო ყვაოდა. ასე გვიმტკიცებდა სამი ტელევიზია.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მაშინ ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი. ხომ არ გვითქვამს, რომ ეს განულდა, ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს პროცენტული მაჩვენებელი არის 15, 6, რაც ნიშნავს, თითქმის განახევრებას და როგორც პრემიერმა ბრძანა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. მაგრამ ეს არ ნიშნავს სიღარიბის განულებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ანა ნაცვლიშვილის განცხადება შეაფასა – „ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, რომ თურმე სახელმწიფოს ხარჯზე ხდება ამ მონაცემების ზრდა და მერე აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებში მხოლოდ 30 პროცენტი არის დასაქმების წილი სახელმწიფოსი. ჩვენ შემთხვევაში დასაქმების წილი არის 24 პროცენტი. შეუძლიათ გადაამოწმონ ეს სტატისტიკური მაჩვენებელი, ანუ 30 % მოსწონს და 24 არის მე მგონი მეტი 30-ზე, ქალბატონი ანა ასე თვლის. ეს არის ნაცმოძრაობის მათემატიკა და არითმეტიკა. არც არითმეტიკა იციან არც მათემატიკა. სინამდვილეში შეიძლება იციან, მაგრამ სინდისთან რომ ძალიან შორს არიან ეს ყველასათვის ნათელია“.

Cesko