“ჩემი ძმა დაკავებულია – ცილისწამება ვრცელდება! შოკში ვართ, ოჯახმა არაფერი ვიცოდით”- რას აცხადებს ნიკოლოზ გუგეშაშვილის და

0
2474
77 Views

რადიო თბილისი FM93.5 ესაუბრა ნიკოლოზ გუგეშაშვილის დას – ანი გუგეშაშვილს.

ის რადიო თბილისთან კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, მისი ძმის მეტადონის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ასევე სოციალური მედიით გავრცელებულ ცნობას, თითქოს მან ცოლის და გააუპატიურა.

დღეს, 28 ივნისს, სოციალური ქსელით ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა პოსტი, სადაც ამტკიცებდა, რომ ნიკოლოზ გუგეშაშვილი “ნაცების დროს ციხეში იჯდა გაუპატიურებაზე,ახლა კი მეტადონის პროგრამაშია”

მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას.

აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებების და დამოკიდებულებების გამო.

“მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ, – წერს გუგეშაშვილი.

მიშა მშვილდაძეს, ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს 27 ივნისს, სუპერ მარკერების ქსელ “კარფურის” მინდებარე ტერიტორიაზე სცემეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მშვილდაძემ განაცხადა რომ ის არა პატრიარქს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძე აგინებს.

 

წყარო: https://heretifm.com/

“დამირეკა ნიკოლოზ გუგეშაშვილის დამ: ჩემი ძმა ფრთიანი ანგელოზია…დამემუქრა…”- რას წერს ელისო კილაძე

 

Cesko