53 Views
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ვარ ქვიშხეთში, ვდგავარ გაჩერებაზე და ველოდები ხაშურის მარშუტკას. ჩემთან ერთად ელოდებიან ადგილიბრივი მაცხოვრებლები, ბებია და მისი პატარა შვილიშვილი გოგონა, რომელიც იქნება ასე 7-8 წლის. ჰოდა ეს ბავშვი რაღაც ვიდეოს უყურებს სმარტფონში ინგლისურად. რას ლაპარაკობენ იმ ვიდეოში მე კი ხეირიანად არ მესმის, მაგრამ ეს ბავშვი იცინის გულიანად და თან ბებიამისს უხსნის რაღაცეებს.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ეგრე იცის ინტერნეტმა და გლობალიზაციამ, ბატონო ბიძინა და აწმყო თუ ჯერაც გწყალობთ, მომავალი თქვენი არცერთ ვარიანტში არაა.”