“ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, დაკრძალვის თანხაც არ აქვს” – ვინ არის ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის გოგო და რა თხოვნა აქვს ოჯახის ახლობელს?

June 27, 23:55
0
2148

ლაგოდეხის მუნიციპალილეტში სოფელ, კართუბანში 18 წლის გოგო მდინარეში დაიხრჩო.

სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობელი, ნიკა გოგოლაძე მოიმართვას ავრცელებს და საზოგადებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენი მეგი აღარ არის, ის გუშინ ტბაში დაიხრჩო… უამრავი ადამიანი ვერთიანდებოდით ხოლმე მისთვის, ეს ის გოგონაა, რომელსაც წლებია ვპატრონობთ და წლებია ვაბედნიერებთ. ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული და დაკრძალვის ხარჯების მოგროვება რთულია, ამიტომ, ვისაც შეგიძლიათ 18 წლის მეგისთვის გაერთიანდით”, – წერს ნიკა გოგოლაძე.

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა 26 ივნისს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგო თანასოფლელებთან ერთად საბანაოდ იყო წასული. თუმცა, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

Cesko