ვის და რატომ გადმოურიცხა 10 000 ევრო პავლიაშვილმა საქართველოში? – “მთხოვა, არ გამესაჯაროებინა…”

November 28, 00:17
0
3903

საქველმოქმედო ორგანიზაცია, “სიკეთის ქალაქი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით ჩემო მეგობრებო
❤ მინდა ყველას გითხრათ ერთი სასიხარულო ინფორმაცია….. გია გაჩეჩილაძესთან გადაცემა ”უცნობის კიდობანი” სტუმრობის შემდეგ მე დამიკავშირდა მომღერალი სოსო პავლიაშვილი….რომელმაც საახალწლო საჩუქრებისათვის გადმომცა 10 000 ევრო.
ჩვენმა ”სიკეთის ქალაქის” ბავშვებმა უკვე დაიწყეს საახალწლო წერილების წერა…..(წერილი თოვლის ბაბუს)
საჩუქრებს ასევე მოუთმენლად ელოდება ვანის რაიონის სოფელ ყუმურში 27 ოჯახი (სოციალურად დაუცველები)
რა თქმა უნდა, გადავიღებ ვიდეოს და ყველა ვიხილავთ ამ პატარების გახარებულ და ბედნიერ სახეებს ❤
❤ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სოსო პავლიაშვილს ამ სიკეთისათვის…..მან მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ გამესაჯაროებინა, რადგანაც, მისი თქმით…. მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას და არ უნდოდა, რომ უხერხულობა შეექმნა ჩვენი ფონდისათვის…..თუმცა…..მე ამ ფონდის დამფუძნებელი და ყველა ვიდეოს ავტორი ნანა შველიძე ვთვლი,რომ სიკეთეს არ აქვს პოლიტიკური მიმართულება….ვთვლი, რომ სიკეთე ერთადერთია რის გამოც უნდა გაერთიანდეს მთელი საქართველო,რათა ჩვენ ერთად ერთმანეთის გადარჩენა შევძლოთ
გმადლობთ ბატონო სოსო ამ სიკეთისათვის.”

Cesko