ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მაია ასათიანი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, აბდომინოპლასტიკის (მუცლის პლასტიკა) ოპერაცია ჩაიტარა და მუცლის არეში ზედმეტი კანი მოიშორა, საკუთარ „ინსტაგრამ” გვერდზე მიმდევრებს მორიგ ვიდეოებს უზიარებს და დეტალურად საუბრობს რეაბილიტაციის პროცესზე.
როგორც მაია ასათიანი ამბობს, შედეგით საოცრად კმაყოფილია, ხოლო რეაბილიტაციის პროცესი იმაზე მეტად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.
„ჭკუაზე არ ვარ ამ შედეგით.. ყოველ დილით ისეთ კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, გეგონება ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავი შვებულებაში..
თურმე როგორ მაკომპლექსებდა, რადგან მთელი გარდერობი ისე მქონდა აწყობილი, რომ მუცელი არ გამომჩენოდა.
დღეს ვიხსნი ნაკერებს და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები. რეაბილიტაცია უფრო რთული მეგონა, სინამდვილეში ბევრად მარტივი აღმოჩნდა.. ხშირად მეკითხებით ტკივილზე, პირადად მე, პირველი დღის მერე, ტკივილი აღარ მქონია..
ერთი სული მაქვს, საცურაო კოსტიუმს როდის ჩავიცვამ და მერე თავი უნდა მოგაბეზროთ ჩემი „სთორებით”, – ამბობს მაია ასათიანი.