დიდი შეხლა-შემოხლა გორის პრესტიჟულ რესტორანში – ხელჩართული ჩხუბის შემდეგ პოლიციამ 7 პირი დააკავა

June 27, 18:02
0
1491

გორში, რესტორან “ნაჭარმაგევში” ახალგაზრდებმა იჩხუბეს.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ფიზიკური დაპირისპირების დროს ახალგაზრდებმა სხვადასხვა ცივი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც, რამდენიმე მათგანს მსუბუქი, ნასერი ჭრილობებიც აღენიშნებოდა.

“მოზაიკას” ინფორმაციითვე, პოლიციამ ადგილზე 7 ადამიანი დააკავა და დაკავების დროს, ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, მომხდარზე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული და სანქციის ფორმას სასამართლო გადაწყვეტს.

წყარო: mozaikanews.ge

Cesko