„ეფესბემ“ შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე „ვაგნერის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა

0
207
19 Views

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბე) შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის” მიერ დაწყებული შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მისმა ფიგურანტებმა შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო ამბოხის განხორციელებისკენ. ამ და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გამო მიღებულია დადგენილება სისხლის სამართლის საქმე დახურვის შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.

23 ივნისს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები „ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად მოსკოვში ჩავა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას პასუხს მოსთხოვს. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მებრძოლებს უკან, ლუგანსკის ოლქში აბრუნებს.

Cesko