მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: “ლევან ბერძენიშვილს უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას ლექციების წაკითხვის უფლება და „მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!“

0
948
35 Views

როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის – ერეკლე II-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე. ამჯერად იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! – ამის შესახებ Facebook-ზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) წერს.

„როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის – ერეკლე II-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე. ამჯერად იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! ეს პიროვნება ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს! მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და „მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!“ – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

Cesko