„რატომ იცავთ ამ ბუზალაძეს?! ენის მოჩლექვით ლაპარაკი მერე და ბოდიშები ნიშნავს, რომ საერთოდ არ ყოფილა დასაცავი” – რას წერს ჟურნალისტი მომღერალზე?

0
2307
29 Views

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“რატომ იცავთ ამ ბუზალაძეს?! გოგომ ბოდიში მოიხადა, ესე იგი შეცდომად თვლის თავის საქციელს, თქვენ რაღას “აპრავებთ”?! იმან თავი დაუხარა ყ**ბერასტებს თქვენ რატომ ირჯებით?! წახვედი?! მაშინ იმის თავი უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე გაიტანო, არიქა ენის მოჩლექვით ლაპარაკი მერე და ბოდიშები ნიშნავს, რომ საერთოდ არ ყოფილა დასაცავი. ვისი რა საქმეა ვინ სად იმღერებს, მაგრამ როცა ხმის კანკალით ებოდიშები, ესე იგი ღირსი ხარ, რასაც გწერენ.

ჩემთვის არც ერთი წამით არ დაუკარგავს ფასი, ისევ ისეთი ნიჭიერი და კარგი გოგოა. უნდოდა?! წავიდა. მორჩა, მე მისი ნამღერი მომწონს, ლოკაციები კი არა სად იმღერებს.

მაგრამ არ დავიცავ, თუ მე უნდა ვამართლო და თავად ბოდიშები იხადოს

“სორი, მაგრამ ზის იზ თრუ!”.

 

Cesko