პრიგოჟინი გაქრა, მასთან კონტაქტი ვერ ხერხდება – “ვაგნერის” მეთაურის ადგილსამყოფლის შესახებაც არაფერია ცნობილი

June 25, 18:07
0
1179

ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის ცნობით, ვაგნერის დაჯგუფების ლიდერთან კონტაქტი რამდენიმე საათია ვერ ხერხდება. მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერია ცნობილი. ბოლოს პრიგოჟინი საჯაროდ მაშინ გამოჩნდა, როცა როსტოვს ტოვებდა.

“ის ყველას გაუგზავნის მისალმებას და უპასუხებს კითხვებს, როცა ნორმალური კომუნიკაცია შედგება”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.

24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო.
წყარო: http://www.resonancedaily.com/

Cesko